
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის, შიბლიანის საჯარო სკოლის VIII-კლასის მოსწავლეებმა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით გამოფენა გამართეს.
სკოლის აღსაზრდელებმა აღდგომის თემატიკაზე შექმნილი ნამუშევრები გამოფინეს. აქტივობას პედაგოგი ნინელი პაპუნაშვილი ხელმძღვანელობდა.
გამოფენამ სასკოლო საზოგადოების მოწონება დაიმსახურა.
იხილეთ ფოტოები