პატარა გონდრიოს საჯარო სკოლაში სომეხთა გენოციდის შესახებ ღონისძიება გაიმართა
07-05-2019

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის, პატარა გონდრიოს საჯარო სკოლაში სომეხთა გენოციდის შესახებ ღონისძიება გაიმართა.

სკოლის წარმოადგენლის თქმით, სომხეთის ეროვნული ტრაგედიის შესახებ ღონისძიება, გეოგრაფიის პედაგოგმა ანჟელა კარაპეტიანმა მოამზადა. 

ღონისძიება დამსწრე საზოგადოებას მე-12 კლასის მოსწავლეებმა წარუდგინეს.

მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს 1915 წელს დატრიალებული ტრაგედია და ის გადატანილი საშინელი წელი. სკოლის აღსაზრდელებმა ასევე გენოციდისადმი მიძღვნილი ლექსები წაიკითხეს და სიმღერები დიდი ემოციებით შეასრილეს. რამაც დამსწრე საზოგადოებას ცრემლებიც კი მოჰგვარა. მაყურებელმა მოსწავლეები ტაშითა და ოვაციებით დააჯილდოვა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203