ლანჩხუთის N1 საჯარო სკოლის ვაჟ ფეხბურთელთა გუნდი საფეხბურთო ტურნირის გამარჯვებულია
07-05-2019

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია და კომპანია „კოკა-კოლა“ ყოველწლიურად, ტრადიციისამებრ ატარებს ბავშვთა მასობრივ საფეხბურთო ტურნირს - „კოკა-კოლას თასი“. 

ამჯერად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლებს შორის პირველი ადგილი, ლანჩხუთის N1 საჯარო სკოლის ვაჟთა გუნდს ერგო (გუნდის კაპიტანი: გიორგი ბისიეშვილი. გუნდის შემადგენლობა: გეგა გობრონიძე, გუგა კვირკველია, ლუკა მგელაძე, მერაბ ვასაძე, ვლადიმერ ცეცხლაძე, სოსო კვაჭაძე, ლუკა ურუშაძე, დავით კერხანოჩიევი. მწვრთნელები თეიმურაზ გობრონიძე და კახა ურუშაძე). 

„მოსწავლეებს წინ რეგიონალური ტურნირი ელოდებათ, წარმატებები ვუსურვოთ ჩვენს ფავორიტებს“ - აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203