ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კვირიკეთის საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეებმა სამოქალაქო განათლების პროექტის ,,ჩვენ ვირჩევთ პროფესიას“ ფარგლებში პრეზენტაცია წარმოადგინეს.
პრეზენტაციაზე მოსწავლეებმა განიხილეს მათ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები.
პროექტის ფარგლებში ისინი ესტუმრნენ ოზურგეთში არსებულ პროფესიულ სასწავლებელ „ჰორიზონტს“, სადაც გაიცნეს ამ სასწავლებლის სტრუქტურა და შესაძლებლობები.
სკოლის წარმომადგენლის ცნობით, აღნიშნული პროექტის განხორციელებით მოსწავლეებმა სამომავლოდ შეიძინეს ბევრი ინფორმაცია და საჭირო უნარები.
იხილეთ ფოტოები