
მცხეთის მუნიციპალიტეტის ნიკო ბაგრატიონის (ბურის) სახელობის მუხრანის N1 საჯარო სკოლაში პროგრამა „ახალი სკოლის მოდელი“ წარმატებით ხორციელდება.
პროგრამის ფარგლებში სკოლაში სხვადასხვა კონფერენცია და პროექტი განხორციელდება.
„ჩვენი ყოველი დღე შრომატევადი, მაგრამ სასიამოვნო სამუშაოებით სავსეა. დღითიდღე წინ მივიწევთ, მყარი ნაბიჯებით... კვლევები, პრობლემების გამომწვევი მიზეზების ძიება, ანალიზი, სტრატეგიული გეგმა და სტრატეგიული სვლები, თანამშომლობა და დაუღალავი შრომა წარმატების მყარი გარანტი უნდა გახდეს.
უკვე გავწერეთ პროექტები და კონფერენციები: „განსხვავებული თვალით დანახული სამყარო“, „პროფესიები ჩვენ გარშემო“, „თვითმმართველობა-აქტიური სტრუქტურული რგოლი“, „მშობლები ჩვენ გვერდით“. ნელ-ნელა დავიწყეთ მათი განხორციელება და წარმატების დიდი მოლოდინი გვაქვს.
მადლობა თანამშრომლობისთვის, მათ ვინც საკუთარი წვლილის შეტანას ცდილობს სკოლის წარმატებაში“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.
იხილეთ ფოტოები