გელათის საჯარო სკოლის მეოთხეკლასელებმა პროექტი - „ადამიანი და ბუნება“ წარმატებით განახორციელეს
07-05-2019

ტყიბულის მუნიციპალიტეტის, გელათის საჯარო სკოლის მეოთხე კლასის მოსწავლეებმა ვაჟა-ფშაველას „შვლის ნუკრის ნაამბობის“ მიხედვით პროექტი  „ადამიანი და ბუნება“ წარმატებით განახორციელეს.

ეს სკოლის აღსაზრდელთა კიდევ ერთი წარმატებული პროექტია.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, პროექტზე მუშაობის დროს მოსწავლეები თოჯინების თეატრს ესტუმრნენ, სადაც წარმოდგენას დაესწრნენ.

მოსწავლეებმა ასევე დაამზადეს კედლის გაზეთი, რომელშიც შთაბეჭდილებები ასახეს.

პროექტს ქეთევან ტყაბლაძე ხელმძღვანელობდა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203