გორის N4 საჯარო სკოლას 2017-2018 სასწავლო წლის კურსდამთავრებულებიდან 12 ოქროს და ერთი ვერცხლის მედალოსანი მოსწავლე ჰყავს
07-05-2019

გორის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების წარმატებული კურსდამთავრებულები ოქროს და ვერცხლის მედლებით დაჯილდოვდნენ.

2017-2018 სასწავლო წლის კურსდამთავრებულებიდან გორის N4 საჯარო სკოლას ჰყავს 12 ოქროს (მარიამ ზანგალაძე, ნანა ჯაშაშვილი, მარი შუბაშიკელი, ლიკა შავშიშვილი, მარიამ სანებლიძე, შოთა პაპიტაშვილი, გურამ მექერიშვილი, მარიამ ბაინდურაშვილი, გიორგი მერებაშვილი, ნინო თოფჩიშვილი, ანი არევაძე და ანი აკოფაშვილი) და ერთი ვერცხლის (თეა ხანიშვილიმედალოსანი მოსწავლე. 

„თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სკოლაში სწავლობს 585 მოსწავლე, პროცენტული მაჩვენებლის მიხედვით, ამ კუთხით, ჩვენი სკოლა არის ქალაქ გორში პირველ ადგილზე, ასევე პირველ ადგილზე არის გრანტის მოპოვების მიხედვითაც“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

მედლები 2017-2018 წლის კურსდამთავრებულებს საზეიმო ვითარებაში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენებლმა გადასცეს.

სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები ნიჭიერ მოსწავლეებს ამ მნიშვნელოვან წარმატებას ულოცავენ.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203