ქუთაისის N30 საჯარო სკოლაში წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით პერფორმანსი გამართეს
ქუთაისის N30 საჯარო სკოლაში წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღე აღნიშნეს.
სკოლის თვითმმართველობამ წიგნის ჩუქების აქცია მოაწყო. ლიტერატურულმა კლუბმა კი პერფორმანსი - „გახდი პერსონაჟი“ გამართეს.
იუნესკოს გადაწყვეტილებით 1996 წლის 23 აპრილიდან წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღე ოფიციალურად აღინიშნება. 2003 წელს კი საქართველოც შეუერთდა იმ 80 ქვეყანას, სადაც წიგნის დღეს აღნიშნავენ.
იხილეთ ფოტოები