აფხაზეთის N2 საჯარო სკოლაში მათემატიკაში მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული სამოდელო გაკვეთილი ჩატარდა
07-05-2019

აფხაზეთის N2 საჯარო სკოლის V კლასში მათემატიკის პედაგოგმა, დალი ფირცხალავამ სამოდელო (ინტეგრირებული) გაკვეთილი ჩაატარა.

გაკვეთილის თემა იყო - „რიცხვები და რიცხვითი სახელები“.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, გაკვეთილის მიზანი იყო საგნობრივი ცოდნის ტრანსფერის უნარის განვითარება. მოსწავლემ დაამყაროს შესაბამისობა რიცხვით სახელებსა და მათემატიკურ რიცხვებს შორის.

გაკვეთილი დატვირთული იყო მრავალფეროვანი აქტივობებით, სადაც მოსწავლეები იყვნენ მაქსიმალურად ჩართულები. მასწავლებლის მიერ დაგეგმილი აქტივობები იყო მიზნობრივი და შედეგზე ორიენტირებული.

გაკვეთილს სკოლის შეფასების ჯგუფი ესწრებოდა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203