ბორის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბმა სააღდგომო საქველმოქმედო პროექტი განახორციელა
07-05-2019

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის, ბორის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბმა -„სმარტ კლუბი“ სააღდგომო საქველმოქმედო ხასიათის პროექტი განახორციელა.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, კლუბის წევრები სამ ძალიან გაჭირვებულ და სოციალურად დაუცველ ოჯახში იმყოფებოდნენ, სადაც აღდგომისთვის საჭირო სურსათი და ტკბილეული მიიტანეს, რითაც ძალიან გაიხარეს და კმაყოფილებას ვერ მალავდნენ.

„კლუბის წევრებმა  მათ ასევე თავიანთი შესაძლებლობებით სახლის ეზო და მიმდებარე ადგილები დაულაგეს. ვთვლით რომ სიკეთე ყოველთვის გადამდებია.

მადლობა ჩვენს ამერიკელ მეგობრებს, არასამთავრობო ორგანიზაცია -,,ფონდი თბილისის სახლს“, სკოლის დირექტორს, მოსწავლეებსა და კლუბის წარმომადგენლებს აღნიშნული პროექტის განხორციელებისათვის“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203