
აფხაზეთის N21 საჯარო სკოლაში სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაცემულ გმირებს ღონისძიება მიუძღვნეს.
ღონისძიებას პედაგოგი მზია ადამია ხელმძღვანელობდა.
სკოლაში, პედაგოგისა და მოსწავლეთა ინიციატივით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაცემული გმირების ხსენების დღე აღნიშნეს.
„ეს დღე სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაცემული გმირების ხსენების დღეა. იმ გმირებისა, რომელთა ცხოვრების მთავარი მიზანი იყო ერთიანი საქართველო და საქართველოთი ბედნიერი აფხაზეთი. ღონისძიების დღე იყო ემოციურად დატვირთული, სულიერი ცხოვრების ანარეკლი, აწმყოსა და მომავალზე მოფიქრალი. ტკივილი და სიხარული ერთმანეთს ავსებდნენ და ამშვენებდნენ ქალბატონ მზია ადამიას მიერ ჩატარებულ ღონისძიებას.