განძის N1 საჯარო სკოლაში სომხების გენოციდის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა
07-05-2019

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის, განძის N1 საჯარო სკოლაში სომხების გენოციდის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა. 

სკოლის აღსაზრდელებმა გენოციდის მსხვერპლთა სხოვნას პატივი მიაგეს. 

სომხების გენოციდი - ეს არის ოსმალეთის იმპერიის მმართველთა მიერ დაგეგმილი და განხორციელებული, დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე მცხოვრები სომეხი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული 1915-1918 წლებში, რომელიც სომეხთა აჯანყებებს მოჰყვა. გენოციდის დასაწყისად ითვლება 1915 წლის 24 აპრილი, როდესაც ოსმალურმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა აჯანყებისათვის დაესაჯა ეთნიკური სომხები, რომლებიც განუდგნენ მათ სახელმწიფოს და კონსტანტინოპოლში 250-მდე სომეხი ინტელექტუალი და სომხური დიასპორის მეთაური დააპატიმრა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203