გორის N12 საჯარო სკოლის მოსწავლეები კალიგრაფიის კონკურსში მონაწილეობდნენ
07-05-2019

გორის N12 საჯარო სკოლის მოსწავლეები სერგი მაკალათიას სახელობის გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის ინიციატივით გამართულ კალიგრაფიის კონკურსში მონაწილეობდნენ.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, X კლასის მოსწავლეების თინათინ გიგაურისა და მარიამ ქვრივიშვილის ნამუშევრებმა განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია. მოსწავლეები კონკურსის ორგანიზატორების ინიციატივით გორის სამხატვრო სკოლაში, პედაგოგ გულნარა ჩიტაძის ხელმძღვანელობით, „მასტერ კლასს“ გაივლიან. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203