ახალი საყულიის საჯარო სკოლის მოსწავლეები კომპოზიციაში „ყოველი დღე სიყვარულია“ მონაწილეობდნენ
07-05-2019

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ახალი საყულიის საჯარო სკოლის მოსწავლეები მხატვრულ-ლიტერატურულ კომპოზიციაში „ყოველი დღე სიყვარულია“ მონაწილეობდნენ. 

„მოსწავლეებმა შესანიშნავად გადმოსცეს ამ უდიდესი გრძნობის ძალა, დიდი სითბო და სიხარული გაუნაწილეს ერთმანეთს“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა. 

ღონისძიება გაიმართა სოფელ საყულიის ბიბლიოთეკის გამგის, ბეჟან კოღუაშვილის ორგანიზებითა და ხელმძღვანელობით.

ახალი საყულიის საჯარო სკოლის დირექცია უდიდეს მადლობას უხდის ბატონ ბეჟანს აქტიური თანამშრომლობისათვის, ჩვენი უნიჭიერესი მოსწავლეების მრავალგზის წარმოჩენისა და აღიარებისათვის.

იხილეთ ფოტოები 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203