დიდი არაქალის საჯარო სკოლაში ბიოლოგიის ვიქტორინა გაიმართა
06-05-2019

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის დიდი არაქალის საჯარო სკოლაში ბიოლოგიაში ვიქტორინა გაიმართა. 

ვიქტორინას ბიოლოგიის მასწავლებელი ალისა გალოიანი  ხელმძღვანელობდა და მასში  მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ, რომლებიც ორ გუნდად: „მიმინო“ და „მგელი“ იყვნენ წარმოდგენილი.

„იყო ვნებათაღელვა და ემოციები, ბოლოს ჟიურიმ ორივე გუნდის მიერ მოპოვებული ქულები შეაჯამა და შეაფასა. შედეგად მე-9 კლასმა გაიმარჯვა. გუნდები შესაბამისი  სიგელებით დაჯილდოვდნენ. მოსწავლეები ვიქტორინაში მონდომებით ჩაერთნენ და ცოდნა და შესაძლებლობები  წარმოაჩინეს“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა. 

იხილეთ ფოტოები 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203