
მარტვილის N1 საჯარო სკოლაში, სასწავლო-საგანმანათლებლო პროექტის „განათლება გვაძლევს თავისუფლებას“ ფარგლებში ინტელექტუალური თამაშის „რა?სად?როდის?“ გაზაფხულის სერიის თამაშები გაიმართა.
ამჯერად ერთმანეთს შეეჯიბრნენ მარტვილის N1 საჯარო სკოლისა და ინჩხურის საჯარო სკოლის მეათე-მეთერთმეტე კლასელები.
„ადგილზე შეიქმნა 4 ჯგუფი. თითოეულ ჯგუფში (თანამშრომლობითი და მეგობრული ურთიერთობის გამყარების მიზნით) იყვნენ, როგორც მასპინძელი სკოლის მოსწავლეები, ასევე, ინჩხურის სკოლის მოსწავლეები“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.
გაზაფხულის სერიის მეორე ტურში გაიმარჯვეს მოსწავლეებმა: ნინი ჩაჩიბაიამ, მარი წულაიამ, მარი ხელაიამ, გვანცა ხელაიამ, ნანა ხელაიამ და ნინო ანდღულაძემ. ისინი მონაწილეობას მიიღებენ საფინალო თამაშში.
იხილეთ ფოტოები