თბილისის N209 საჯარო სკოლაში ღია გაკვეთილი - „ო, ენავ, ჩემო“ ჩატარდა
06-05-2019

თბილისის N209 საჯარო სკოლის მე-11 კლასში ღია გაკვეთილი - „ო, ენავ, ჩემო“ ჩატარდა და ანა ბაქანიძის წიგნის - „14 აპრილი, 1978 წელი“- პრეზენტაცია გაიმართა. 

ღია გაკვეთილი დედა ენის დღეს მიეძღვნა.

სკოლის აღსაზრდელები სასწავლო პროცესში ინტერესით ჩაერთნენ და 1978 წლის 14 აპრილს მოვლენებზე ისაუბრეს.

დედა ენის დღე საქართველოში 14 აპრილს აღინიშნება. 

1978 წლის 14 აპრილს საქართველოს მოსახლეობამ, ინტელიგენციის წარმომადგენლებთან ერთად, მასობრივი გამოსვლა მოაწყო და წინ აღუდგა საბჭოთა კავშირის გადაწყვეტილებას, საქართველოში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის გაუქმების შესახებ.

დაძაბული ვითარების გამო, ოფიციალური მოსკოვი იძულებული გახდა, დაეთმო და კონსტიტუციაში ცვლილება აღარ შევიდა, ხოლო 14 აპრილი „დედა ენის დღედ“ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203