თერჯოლის N1 საჯარო სკოლაში თემაზე - ,,მიუსაფარი ცხოველები, ძაღლები“ სოციალური პროექტი განხორციელდა
06-05-2019

თერჯოლის N1 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ასმათ ჩიტორელიძემ, VI ბ კლასში თემაზე - ,,მიუსაფარი ცხოველები, ძაღლები“ სოციალური პროექტი განახორციელა. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა მასწავლებლის ორგანიზებით არაერთი საინტერესო აქტივობა განახორციელეს: პირველ ეტაპზე ჩაუღრმავდნენ პრობლემის არსს; მოიძიეს და გადაამუშავეს პრობლემასთან დაკავშირებული უამრავი ინფორმაცია; გაეცნენ რაიონის მცხოვრებთა აზრსა და პოზიციას საკითხთან მიმართებაში; შეხვდნენ რაიონის სხვადასხვა დაწესებულების მუშაკებს და გაიგეს მათი დამოკიდებულება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით; შექმნეს არაერთი რესურსი პროექტის საჭიროებიდან გამომდინარე; თავიანთი ცოდნა და გამოცდილება ამ კუთხით არსებულ საფრთხეებსა და რისკებზე გაუზიარეს სხვებსაც. პროექტში, ასევე, ჩართული იყვნენ მეექვსე კლასის მოსწავლეთა მშობლები, სხვადასხვა კლასის მოსწავლეები. 

პროექტი მიმდინარეობდა ოთხი თვის განმავლობაში (ნოემბერი-მარტი) და იგი წარმატებით დასრულდა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203