
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მუღანლოს საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლე გულავათინ ხალილოვა კონკურსში „მე ვწერ ქართულად“ მონაწილეობდა.
სკოლის წარმომადგენლის ცნობით, მოსწავლე პირველ ეტაპზე მონაწილეობისთვის სიგელით დააჯილდოვეს.
კონკურსში „მე ვწერ ქართულად“ არაქართულენოვანი სკოლები მონაწილეობენ. კონკურსის მიზანი სახელმწიფო ენის პოპულარიზაცია, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი მოსწავლეებისთვის სახელმწიფო ენაზე წერითი კომპეტენციების განვითარება/წახალისებაა.
იხილეთ ფოტოები