
წალკის მუნიციპალიტეტის ხაჩკოვის საჯარო სკოლაში დედა ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებაში პირველიდან მეშვიდე კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მათ იმღერეს, იცეკვეს და წარადგინეს პატარა სპექტაკლი „საქათმეში შეპარულა მელა“. მოსწავლეებს ქართული, როგორც მეორე საგნის მასწავლებლები ხელმძღვანელობდნენ.
ღონისძიებას სკოლის დირექტორი ლიანა პილტოიანი, დირექტორის მოადგილე ალიგერა ოგანესიანი, პედაგოგები, მშობლები, მოსწავლეები და სკოლის სხვა თანამშრომლები ესწრებოდნენ.
იხილეთ ფოტოები