ხიდრის საჯარო სკოლაში სემინარი ინგლისურ ენაზე ჩატარდა
06-05-2019

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ხიდრის საჯარო სკოლაში ინგლისურ ენაზე სემინარი გაიმართა.

სემინარების სერია „მშვიდობის კორპუსის“ საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს.

სემინარს უძღვებოდნენ სკოლის ინგლისური ენის პედაგოგი მზია ბერაძე და „მშვიდობის კორპუსის“ მოხალისე რეიჩელ ლენსტონი. ასევე, სემინარში მონაწილეობდა მოწვეული სტუმარი ენდრიუ შეფერი.

აღნიშნული ღონისძიება ძალიან სახალისო და საინტერესო აღმოჩნდა სკოლის მოსწავლეებისათვის.

იხილეთ ფოტოები 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203