ნოღოხაშის საჯარო სკოლაში როლური თამაშების გამოყენებით შემაჯამებელი გაკვეთილი ჩატარდა
06-05-2019

აბაშის მუნიციპალიტეტის, ნოღოხაშის საჯარო სკოლის მე-6 კლასში საგანში - „ჩვენი საქართველო“ შემაჯამებელი გაკვეთილი ჩატარდა.

საგნის პედაგოგის თქმით, მეექვსე კლასის მოსწავლეებმა თემა - თბილისი შეისწავლეს, რომელიც 10 ქვეთავისაგან შედგებოდა.

„საზოგადოებრივ მეცნიერებებში შეფასების მიზანია სწავლა/სწავლების ხარისხის მმართვა, ეს გულისხმობს, ერთ მხრივ სწავლის ხარისხის გაუმჯობესებას, მეორე მხრივ სწავლის ხარისხის შემოწმებას. ხარისხს ვამოწმებთ სწავლის პროცესში ხოლო, სწავლის შედეგი შემაჯამებლის სამუშაოს დროს მოწმდება.

ეროვნული სასწავლო სტანდარტის მიხედვით რეკომენდირებულია მრავალფეროვანი შემაჯამებელი დავალება, ამ ჯერზე ყურადღება შევაჩერე წარმოდგენაზე, როლური თამაშები.

წარსულის და ახალი თბილისის რეკონსტრუქსიასთან ერთად განსაკუთრებით სახალისოა და ნაყოფიერია, გასათავისებელია განიცადო ძველი თბილისის და ახალი თბილისის ეპოქის ადამიანების ცხოვრება.

მიზანია - მოსწავლეებმა შეძლონ ნასწავლი მასალის გააზრება და გადმოცემა, მსჯელობა, შედარება, დაკავშირება ანალიზი, შემოქმედებითობა, შეფასება“,-აღნიშნავს პედაგოგი.

შემაჯამებელის შეფასების რუბრიკა

საინტერესო შესავალი

I-დონე (1-4ქულა)

II-დონე(5-7)

III-(8-10 ქულა

წინარე ცოდნა

 

 

 

შემოქმედობითი უნარი

 

 

 

საუბარი (გამართული საუბარი)

 

 

 

პრეზენტაციის უნარი

 

 

 

შინაარსის კორექტულობა ,ფაქტობრივი საიმედეობა

 

 

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203