ნოჯიხევის N1 საჯარო სკოლის პირველ კლასში ინტელექტუალური თამაში ჩატარდა
06-05-2019

ხობის მუნიციპალიტეტის ნოჯიხევის N1 საჯარო სკოლის პირველ კლასში „გაზაფხული 2019-ის“ მონაწილის გამოსავლენად ინტელექტუალური თამაშის „ყველაზე ჭკვიანი“ შესარჩევი ტური ჩატარდა. 

შეჯიბრი 3 ტურად ჩატარდა და გამოვლინდა გამარჯვებული - გიორგი იოსავა. 

დასკვნითი ეტაპი 7 მაისს გაიმართება, სადაც გიორგისთან ერთად სკოლას წარადგენს მისი დამრიგებელი თამარ გვაზავა. 

ნოჯიხევის საჯარო სკოლა ყველა პირველკლასელს წარმატებებს უსურვებს. 

იხილეთ ფოტოები 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203