
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის, განძის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის სამცხე-ჯავახეთის წარმომადგენელემა თეო ზურაბიშვილმა საინფორმაციო შეხვედრა გამართა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, შეხვედრა ინტერაქტიული იყო. მოსწავლეებმა ისაუბრეს გამოწვევებზე, დადებით და უარყობით მხარეებზე. მიიღეს ვრცელი ინფორმაცია ნატოსა და ევროკავშირის ქვეყნებზე, სტრატეგიებზე და გეგმებზე.
იხილეთ ფოტოები