ჩაის მეურნეობის საჯარო სკოლაში ბულინგთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღნიშნეს
06-05-2019

ხონის მუნიციპალიტეტის, მალხაზ აბაშიძის სახელობის ჩაის მეურნეობის საჯარო სკოლაში ბულინგთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღნიშნეს.

ღონისძიებას თემაზე - „ერთად ვებრძოლოთ ბულინგს“ სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ნონა მაჭარაშვილი ხელმძღვანელობდა.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, ღონისძიების დაგეგმვასა და წარმართვაში განსაკუთრებული წვლილი  შეიტანეს  მე-12 კლასის მოსწავლეებმა - ანა ნადირაძემ, ქრისტინე  ძაგნიძემ, თამუნა  ხაჭაპურიძემ. მათ  ბულინგის სახეებსა და ფორმებზე პრეზენტაცია გააკეთეს. ისაუბრეს საქართველოს სკოლებში ბულინგის შემთხვევების შესახებ წარმოებული კვლევის შედეგებზე. მოსწავლეებმანახეს ფილმი - „ჩაანაცვლე ბულინგი მეგობრობით“.შემდეგ მოეწყო დისკუსია და მოსწავლეებს  სხვადასხვა სახალისო აქტივობით შესაძლებლობა მიეცათ ერთმანეთისათვის გულახდილად  მიეწერათ, თუ რას ფიქრობდნენ  მათზე- 3 დადებითი  და 1 უარყოფითი თვისება.         

ბულინგის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში სკოლის ყველა მოსწავლე აქტიურად ჩაერთო.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203