აფხაზეთის N21 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედამიწის საერთაშორისო დღე კოლხეთის ეროვნულ პარკში აღნიშნეს
06-05-2019

აფხაზეთის N21 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედამიწის საერთაშორისო დღე კოლხეთის ეროვნულ პარკში აღნიშნეს.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, სკოლის აღსაზრდელებმა მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს. კოლხეთის ეროვნული პარკის თანამშრომელი მანანა ჩიქოვანი კი მოსწავლეებს კოლხეთში გავრცელებული ფრინველების შესახებ ესაუბრა და შესაბამისი ფოტო-ვიდეო მასალა - ვიდეო-რგოლი გარემოს დაბინძურებისა და ანთროპოგენური ფაქტორების შესახებ აჩვენა.

„მადლობა კოლხეთის ეროვნულ პარკს თბილი მიღებისათვის და განსაკუთრებით-ქალბატონ მანანა ჩიქოვანს“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203