
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის, ბორის საჯარო სკოლის მე-11 და მე-8 კლასის მოსწავლეებმა მასწავლებლებთან ერთად, ლაშქრობა მოაწყვეს.
სკოლის აღსაზრდელებმა და პედაგოგებმა „მწყერის ციხე“ დალაშქრეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა ნახეს ციხის ნანგრევები, რომელიც მდინარე ბორიმელასა და თურნას შესართავთან, მაღალ ფერდობზეა აგებული. დაათვალიერეს და მოინახულეს მიმდებარე ტერიტორია. ისტორიის პედაგოგმა, თამარ კალანდაძემ კი მოსწავლეებს ციხის ისტორია და დანიშნულება გააცნო.
„ბავშვებმა ისიამოვნეს ბუნების ულამაზესი ხედებით, საინტერესო სანახაობით და ერთად ყოფნით. დღე საოცრად საინტერესო და ლამაზი გამოვიდა“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები