ღვითორის საჯარო სკოლა „ეტალონმა“ მადლობის სიგელით დააჯილდოვა
06-05-2019

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ წლევანდელი პირველი ეტაპის ტესტირებაში ჭიათურის ყველა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა მონაწილეობდა.

გამარჯვებული 90-მდე მოსწავლე ქალაქ ჭიათურაში საპატიო ადგილის მოსაპოვებლად იბრძოდა. 

„ჭიათურის ეტალონი მოსწავლის“ ტიტული და საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მონაწილეობის უფლება ღვითორის საჯარო სკოლის მეთერთმეტეკლასელმა მოსწავლემ, საბა კუპატაძემ მოიპოვა.

გამარჯვებული სკოლის გუნდს და „ეტალონ მოსწავლე“ საბა კუპატაძეს ულოცავს ღვითორის საჯარო სკოლის დირექტორი სოზარ კუპატაძე და წარმატებებს უსურვებს. 

გრანდიოზული ფინალი ივნისის თვეში თბილისში გაიმართა. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203