ახალციხის N5 საჯარო სკოლის Vგ კლასში ღონისძიება „ენაჲ შემკული და კურთხეული“ ჩატარდა
06-05-2019

ახალციხის N5 საჯარო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის, მარინა სულაქველიძის და კლასის დამრიგებლის, მარიკა მესხიძის ხელმძღვანელობით Vგ კლასში ქართული ენისადმი მიძღვნილი ღონისძიება თემაზე „ენაჲ შემკული და კურთხეული“ ჩატარდა. 

მოსწავლეებმა ისაუბრეს ქართული ენის მნიშვნელობაზე, ულამაზეს ქართულ ანბანზე, როგორც ჩვენი ერის სიამაყესა და საგანძურზე, მხატვრულად წაიკითხეს დედა ენისადმი მიძღვნილი ლექსები და ესეები.

ღონისძიებას ესწრებოდნენ სკოლის დირექტორი ინგა ვარდიძე, დირექტორის მოადგილე რიტა კირკიტაძე, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები: ცირა ბრეგვაძე და თეა ზაზაშვილი.

იხილეთ ფოტოები 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203