
ვანის მუნიციპალიტეტის, ინაშაურის საჯარო სკოლის მოსწავლეები საქველმოქმედო ორგანიზაციის - ,,მძიმე ჯვარის“ მოწყობილ საქველმოქმედო კონცერტს დაესწრნენ.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა მასწავლებლებთან ერთად დიდი წვლილი შეიტანეს ახალგაზრდა ბიჭის გადარჩენაში.
კონცერტში მონაწილეობდნენ ცნობილი ქართველი ახალგაზრდა მომღერლები.
„დიდ მადლობას ვუხდით საქველმოქმედო ორგანიზაცია ,,მძიმე ჯვარს" ასეთი ფასდაუდებელი საქმიანობისათვის“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები