ალერტკარის საჯარო სკოლაში ინტელექტუალურ-მუსიკალური ღონისძიება - „მუსიკა ჩვენი სამყაროა“ გაიმართა
06-05-2019

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის, ალერტკარის საჯარო სკოლაში დირექციის მხარდაჭერით ინტელექტუალურ-მუსიკალური ღონისძიება - „მუსიკა ჩვენი სამყაროა“ გაიმართა.

ღონისძიება სკოლის მუსიკის მასწავლებელმა თინათინ ლაგვილავამ დაგეგმა. ტექნიკურად კი უზრუნველყო მათემატიკის მასწავლებელმა თამარ ივარდავამ.

ღონისძიებაზე მიწვეული იყო ყულიშკარის საჯარო სკოლა. 

მოსწავლეებმა მუსიკის ისტორიასა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და მუსიკაში თავიანთი ინტელექტუალური ცოდნა წარმოაჩინეს.

„ინტელექტუალური ნაწილი წარიმართა „ეტალონის“ ფორმატში. ორივე სკოლის მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობდნენ. ღონისძიებაზე წარმიდგენილი იყო საესტრადო, ხალხური, მხატვრული თუ საცეკვაო ნომრები ამავე სკოლების მოსწავლეების მონაწილეობით. ღონისძიებას ალერტკარის გამგებელი ლელა გაბელია,  ყულიშკარის საჯარო სკოლის დირექტორი ნანა აბსავა, ყულიშკარის საჯარო სკოლის მუსიკის მასწავლებელი თეა ქობალია, ალერტკარის საჯარო სკოლის დირექტორი ნუკრი ბერიშვილი, მასწავლებლები, მოსწავლეები და მშობლები ესწრებოდნენ.

ღონისძიებაზე გამოვლინდნენ და სამახსოვრო საჩუქრებით დაჯილდოვდნენ აქტიური მოსწავლეები, ალერტკარის საჯარო სკოლიდან გიორგი ანთელავა, ყულიშკარის საჯარო სკოლიდან ბულია რეზიკო. მონაწილეებმა გამოთქვეს სურვილი, რომ შემდეგშიც დაგეგმონ ერთობლივი ღონისძიებები და სხვა სკოლებიც მოიწვიონ“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203