დაბა მესტიის N3 საჯარო სკოლის ინიცირებული პროექტი -„რთულ ნივთიერებათა თვისებები და რეაქციათა ტიპები“ წარმატებით განხორციელდა
06-05-2019
დაბა მესტიის N3 საჯარო სკოლის ქიმიაში ინიცირებული პროექტი -„რთულ ნივთიერებათა თვისებები და რეაქციათა ტიპები“ წარმატებით დასრულდა.
 
პროექტი საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში მოსწავლეების ინტერესის გაზრდას ემსახურებოდა.
 
სკოლის წარმომადგენლის თქმით, პროექტს ხელმძღვანელობდა პედაგოგი კლარა ფილფანი, რომელიც 52 წელია ემსახურება თაობებს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეებს ყოველ დღეს ულამაზებს.
 
„პროექტის ფარგლებში  მესტიის მუნიციპალიტეტის იმ სკოლების, რომლებსაც არ გააჩნიათ საბუნებისმეტყველო მეცნიერების ლაბორატორია, მოსწავლეებს მივეცით საშუალება ჩართულიყვნენ პრაქტიკულ სამუშაოებში, რადგან სწავლა კეთებით და კვლევის უნარ-ჩვევების განვითარება ხელს უწყობს მოსწავლეთა ჩართვას საზოგადოებირივ საქმიანობებში. ჩვენი სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეებმა - თათია ჯაფარიძემ, ოთო ჯაფარიძემ, მათე ქურდიანმა, ნინო ნაკანმა, მარიამ ნავერიანმა, თამარ ჯაფარიძემ, გიორგი გულედანმა და ლიზი ჯაფარიძენ ცდები ჩაატარეს. პრაქტიკულ სამუშაოებში პროექტში მონაწილე სკოლის მოსწავლეებიც ჩაერთნენ. 
 
პროექტში მონაწილეობდნენ მესტიის მუნიციპალიტეტის სკოლები: იელის საჯარო სკოლა,  კალას საჯარო სკოლა, იფარის საჯარო სკოლა, უშგულის საჯარო სკოლა, ლენჯერის N2 საჯარო სკოლა, მაზერის საჯარო სკოლა, ბეჩოს საჯარო სკოლა, ცხუმარის საჯარო სკოლა, ეცერის საჯარო სკოლა, ყარსგურიშის საჯარო სკოლა, ჭუბერის საჯარო სკოლა და ხაიშის საჯარო სკოლა.
 
 „მადლობა ყველა პედაგოგს, მოსწავლეს და სკოლის დირექტორს აქტიურობისათვის“,-დასძენს სკოლის წარმომადგენელი.
 
იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203