ნაბეღლავის საჯარო სკოლაში მკითხველთა კლუბი გაიხსნა
06-05-2019

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის „ახალგაზრდულმა იდეამ“ ახალგაზრდული  ინიციატივების ხელშეწყობის მიზნით, კონკურსი გამოაცხადა. 

კონკურსში ნაბეღლავის საჯარო სკოლის  IX, XI და XII კლასის მოსწავლეების პროექტმა „ნათელი მომავალი“ მოიპოვა დაფინანასება. 

მოპოვებული დაფინანსებით სკოლაში შეიქმნა მკითხველთა კლუბი, ხოლო სკოლის  თანადაფინანსებით კი მკითხველთა კლუბმა შეიძინა ყველა საჭირო ინვენტარი. 

მკითხველთა კლუბის გახსნის ცერემონიაზე V-XII კლასის მოსწავლეებმა დადგეს მინი სპექტაკლი აკაკი წერეთლის გამზრდელის მიხედვით და მაყურებელს სხვადასხვა საინტერესო ნომერი შესთავაზეს. 

იხილეთ ფოტოები 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203