გელათის საჯარო სკოლაში პროექტი - „ჩვენ გვიყვარს ბუნება“ - „დედამიწა ითხოვს შველას“ განხორციელდა
06-05-2019

ტყიბულის მუნიციპალიტეტის, გელათის საჯარო სკოლის მეორე კლასში პროექტი „ჩვენ გვიყვარს ბუნება“ - „დედამიწა ითხოვს შველას“ წარმატებით განხორციელდა.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა დაბინძურებული გარემოს შესახებ ინფორმაცია მოაგროვეს. ნახატები დახატეს და სკოლის ფოიეში გამოფენა მოაწყვეს. მოსწავლეებმა ასევე პრეზენტაცია მომაზადეს და სხვა კლასის მოსწავლეებს მათ მიერვე მოგროვებული ინფორმაცია და ფოტო-მასალა გააცნეს.

პროექტს ქეთევან ტყაბლაძე ხელმძღვანელობდა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203