ლანჩხუთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები ,,STEM“-ის ფესტივალს დაესწრნენ
06-05-2019

ლანჩხუთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები ,,STEM“-ის ფესტივალს დაესწრნენ.

,,STEM“-ის ფესტივალს ბათუმის ქართულ-ამერიკულმა საერთაშორისო სკოლა- ,,პროგრესმა“ უმასპინძლა. ფესტივალზე წარმოდგენილი იყო დასავლეთ საქართველოს მოსწავლეების შექმნილი სხვადასხვა ტიპის გამოგონებები და სამეცნიერო პროექტები.

ფესტივალზე მიწვეული იყვნენ ლანჩხუთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები. ისინი არა მარტო გაეცნენ თანატოლების მიერ შექმნილ  სხვადასხვა მოდელების მუშაობის პრინციპებს, არამედ საინტერესო და სახალისო შოუს ტიპის ექსპერიმენტებში მონაწილეობდნენ.  გაეცნენ კომპიუტერულ პროგრამა Arduino -ს, გრაფიკულ ხატვას,  3მოდელირებას და ბეჭდვას, ამასთან  გაიცნეს ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესის მე-9 კლასის მოსწავლე, 2019 წლის ათასწლეულის გამოწვევის ფონდის ,,ინოვაციური კონკურსის“ გამარჯვებული იონა იობიძე, რომელიც ,,ნასა“-ს სასწავლო ცენტრში არის მიწვეული.

მოსწავლეებისთვის ,,STEM“-ის ფესტივალი ახალი ინოვაციური იდეების სტიმულირების და გენერირების საუკეთესო მოტივატორია.

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო GITA-ს მარკეტინგის მენეჯერის ავთანდილ კასრაძის განცხადებით, ინდუსტრიული რევოლუცია ახალგაზრდების ინოვაციურმა მეთოდებმა და გამოგონებებმა უნდა მოახდინოს, რაც თავის მხრივ ეკომომიკის გაუმჯობესებას და საზოგადოების ფინასურად გაძლიერებას შეუწყობს ხელს.  

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203