მახათაურის საჯარო სკოლაში გარემოს დაცვის კლუბი შეიქმნა
06-05-2019

საჩხერის მუნიციპალიტეტის, მახათაურის საჯარო სკოლაში გარემოს დაცვის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

ამ დღესთან დაკავშირებით სკოლაში გარემოს დაცვის კლუბი შეიქმნა, რომელშიც V, VII , VIII კლასის მოსწავლეები გაერთიანდნენ.

დაიგეგმა კლუბის აქტივობები. კლუბს გეოგრაფიის პედაგოგი ასმათ ბუსხრიკიძე უხელმძღვანელებს.

გარემოს დაცვის მსოფლიო დღე ყოველ წელს 5 ივნისს მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც მასშტაბურად სხვადასხვა სახის ღონისძიებებით აღინიშნება. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203