ლელოვანის საჯარო სკოლის მოსწავლის და ხელოვნების პედაგოგის ნამუშევრები ღონისძიებაზე - ,,ხელოვნების საღამო ბიბლიოთეკაში“ გამოიფინა
06-05-2019

ადიგენის მუნიციპალიტეტის, ლელოვანის საჯარო სკოლის მერვე კლასის მოსწავლის ელენე ჭანტურიძისა და ხელოვნების პედაგოგის მაგდა ჩიხაძის ნამუშევრები ღონისძიებაზე - ,,ხელოვნების საღამო ბიბლიოთეკაში“ გამოიფინა.

ღონისძიება 3 მაისს საბიბლიოთეკო კვირეულის ფარგლებში, ადიგენის ბიბლიოთეკაში გაიმართა.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ადიგენის კულტურის ცენტრის შემოქმედებითი ჯგუფი, ადიგენის საბიბლიოთეკო გაერთიანების თანამშრომლები და ბიბლიოთეკის მკითხველები, რომლებმაც საკუთარი შემოქმედება წარმოადგინეს. ასევე მოეწყო გამოფენა-წარმოდგენა.

გამოფენაზე ასევე წარმოდგენილი იყო ლელოვანის საჯარო სკოლის მერვე კლასის მოსწავლის ელენე ჭანტურიძისა და ამავე სკოლის ხელოვნების პედაგოგის მაგდა ჩიხაძის ნამუშევრები.

ღონისძიებას ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის, კულტურის ცენტრისა და სამუსიკო სკოლის წარმომადგენელები ესწრებოდნენ.

ღონისძიების დასასრულს ადიგენის მთავარი ბიბლიოთეკის დირექტორმა ეკა ბოჩიკშვილმა თითოეულ მონაწილეს სიმბოლური სიგელები გადასცა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203