
მცხეთის მუნიციპალიტეტის, ნიკო ბაგრატიონის (ბურის) სახელობის მუხრანის N1 საჯარო სკოლის მეორე კლასში, კლასის ხელმძღვანელის მარიამ შარიფაშვილის თაოსნობით, ღონისძიება - „დედამიწა ჩვენი საერთო სახლია“ გაიმართა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, ღონისძიებაში ყველა მოსწავლე აქტიურად იყო ჩართული.
,,დედამიწა ავადაა, დედამიწას უნდა შველა, ექიმი თუ მიწის მუშა ფეხზე უნდა დადგეს ყველა“,- ამ სიტყვებით მოუწოდებდნენ მოსწავლეები დამსწრე საზოგადოებას დედამიწის დაცვისა და გადარჩენისაკენ. თვითონ კი მასწავლებლისა და მშობლების თანადგომით უკვე დაიწყეს მასზე ზრუნვა, სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე დარგეს ხეები, რომლებზეც დღემდე აქტიურად ზრუნავენ“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები