ცხემლისხიდის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 9 აპრილთან დაკავშირებით ისტორიულ-ლიტერატურული კომპოზიცია წარმოადგინეს
06-05-2019

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ცხემლისხიდის საჯარო სკოლაში 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენები გაიხსენეს. 

ამ დღესთან დაკავშირებით მოსწავლეებმა სკოლაში ისტორიულ-ლიტერატურული კომპოზიცია წარმოადგინეს და 9 აპრილს დაღუპულ გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს. 

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 30 წელი შესრულდა. საბჭოთა არმიამ 1989 წლის 9 აპრილს, თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაცია დაარბია, რის შედეგადაც 21 ადამიანი დაიღუპა, ასობით კი დაიჭრა და მოიწამლა.

1991 წლის 9 აპრილს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.

იხილეთ ფოტოები 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203