ველისციხის საჯარო სკოლაში სწავლების თანამედროვე მეთოდების გამოყენებით ინტეგრირებული სამოდელო გაკვეთილი ჩატარდა
06-05-2019
გურჯაანის მინიციპალიტეტის, ველისციხის  საჯარო სკოლის მე-2ბ კლასში მათემატიკაში სამოდელო გაკვეთილი ჩატარდა.

სამოდელო გაკვეთილის ტიპი იყო ინტეგრირებული (მათემატიკა-ბუნება). გაკვეთილის  თემა კი - ,,ტემპერატურის  დიაგრამა“ . 

გაკვეთილს შიდა შეფასების ჯგუფი ესწრებოდა. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, გაკვეთილი იყო ხალისიანი, გამოირჩეოდა მოსწავლეთა  ინტერაქციით. მასწავლებელმა სწავლა-სწავლების თანამედროვე მეთოდები გამოიყენა.

„გაკვეთილის  ბოლოს მასწავლებელმა  მიაღწია, გაკვეთილის გეგმით დასახულ ესგ-ეს  შედეგებს და მიზნებს“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203