თბილისის N92 საჯარო სკოლაში თემაზე „საქართველოს მღვიმეები“ პრეზენტაცია ჩატარდა
06-05-2019

თბილისის N92 საჯარო სკოლის II(2) (დამრიგებელი: ნ. ჯიღაური) და II(4) (დამრიგებელი: ი. ლეფსვერიძე) კლასებს სტუმრად ეწვია თსუ-ის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი, გიორგი დვალაშვილი. 

პროფესორმა თემაზე „საქართველოს მღვიმეეები“ პრეზენტაცია წარმოადგინა. მან ისაუბრა ბავშვებისთვის საინტერესო და მნიშვნელოვან თემებზე, აჩვენა ვიდეოფილმი.

„მოსწავლეები დიდი ინტერესით უსმენდნენ, სვამდნენ კითხვებს მათთვის საინტერესო საკითხებზე და გამოთქვეს სურვილი ხშირად მოეწყოს ასეთი შეხვედრები ბატონ გიორგისთან“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა. 

იხილეთ ფოტოები 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203