თბილისის N208 საჯარო სკოლის მეორეკლასელებმა ინიტივაცია - „ჩემი მცირედი წვლილი დედამიწის გადარჩენის საქმეში“ განახორციელეს
03-05-2019

თბილისის N208 საჯარო სკოლის 2,1 კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ ნანა ჭუმბურიძის ხელმძღვანელობით, ინიტივაცია - „ჩემი მცირედი წვლილი დედამიწის გადარჩენის საქმეში“ განახორციელეს.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, კლასი სამ ჯგუფად დაიყო და გაინაწილეს აქტივობები.

I ჯგუფი შეეცადა ეზოს დასუფთავებას აქტივობით - „მე ვზრუნავ გარემოს სისუფთავეზე“.

II ჯგუფი, რომლიც წევრებმაც ყვავილები დარგეს - ,,მე ვზრუნავ დედამიწის გამწვანებაზე".

III ჯგუფი, რომლიც წევრებმაც ხეებზე მიმაგრეს ხელოვნურად დამზადებული ბუდე. აქტივობა - ,,მე ვზრუნავ ბუნების შვილებზე“

„ეს ყველაფერი ჩვენმა ნორჩმა მოსწავლეებმა დიდების დახმარებით შეასრულეს“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203