ახალი ხიბულის N1 საჯარო სკოლაში ბიბლიოთეკა გაიხსნა
03-05-2019

ხობის მუნიციპალიტეტის, ახალი ხიბულის N1 საჯარო სკოლაში პროექტი - „დავუმეგობრდეთ წიგნს“ განხორციელდა და ბიბლიოთეკა გაიხსნა.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, სკოლის ნებისმიერ მოსწავლეს შეუძლია წაიკითხოს ის წიგნი, რომლის მიმართაც ინტერესი გააჩნია. 

„4 აპრილიდან ბიბლიოთეკა აქტიურად მუშაობს და როგორც პროექტის ავტორები გვპირდებიან, სამომავლოდ მოხდება მისი თანდათანობით გაფართოება. ასევე ჩატარდება ვიქტორინები, რომელიც მოახდენს წაკითხულ წიგნზე ინფორმაციის განმტკიცებას და სტიმულს მისცემს უფრო მეტ მოსწავლეს აკეთოს ეს საუკეთესო საქმე და წაიკითხოს რაც შეიძლება მეტი წიგნი. მადლობას ვუხდით პროექტის ავტორებს: როლანდ ვარდიას, თამარი ბასილაიას, მარიამ ქაძანაიას, დიმიტრი ჩხეიძეს და ვუსურვოთ მათ წარმატებები მომავალშიც!“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203