
წყალტუბოს, არასახელმწიფო საერო საშუალო სკოლა „ოცნებაში“ ისტორიისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგის, მერი ბრეგაძის ინიციატივით, ლიტერატურული კონკურსი - „იკითხე მეტი“ გაიმართა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, აქტივობაში ჩაერთნენ სკოლის საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები.
ლიტერატურულ კონკურსში გაიმარჯვეს მე-8 კლასის მოსწავლეებმა, რომელთაც პედაგოგისგან საჩუქრად წიგნები გადაეცათ. ყველა მოსწავლე დაჯილდოვდა სერტიფიკატით ლიტერატურულ კონკურსში აქტიური მონაწილეობისათვის.
იხილეთ ფოტოები