კერძო სკოლა „მილენიუმში“ დედამიწის დღეს კონფერენცია მიუძღვნეს
03-05-2019

რუსთავის კერძო სკოლა „მილენიუმში“ დედამიწის საერთაშორისო დღე აღნიშნეს.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა კონფერენცია ჩაატარეს და სკოლის ეზოში ნერგები დარგეს.

„მე-9 კლასის მოსწავლეებმა დედამიწის დღეს კონფერენცია მიუძღვნეს (პედ. ნინო ურჩუხიშვილი). მათ ინდივიდუალურ ნამუშევრებს ყურადღებთ მოუსმინეს და მსაჯულთა მანტიებიც მოირგეს მეთერთმეტეკლასელებმა და საბოლოოდ, კითხვა-პასუხის რეჟიმში ამოწურეს კიდეც სათქმელი უფროსებმა, უმცროსებმა კი (V და VI კლასელები), ბიოლოგიის პედაგოგ ხათუნა ინაშვილსა და ბატონ ჰამლეტთან ერთად, მწვანე ნარგავებით გაალამაზეს სკოლის ეზო და კეთილშობილი თავდაჯერებულობით დაბრუნდნენ საკლასო ოთახებში. 

„მადლობა მასწვლებლებს, მოსწავლეებსა და მათ მშობლებს აქტიური თანამშრომლობისთვის“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

დედამიწის საერთაშორისო დღე 22 აპრილს აღინიშნება. ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა, რომლშიც ყოველ წელს მსოფლიოს 192 ქვეყნის სხვადასხვა ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე მონაწილეობს.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203