გორის N1 საჯარო სკოლაში ღონისძიება - „ფშავში დანთებული სანთელი“ ჩატარდა
03-05-2019

ნიკოლოზ (ნიკო) კეცხოველის სახელობის გორის N1 საჯარო სკოლაში ღონისძიება - „ფშავში დანთებული სანთელი“ ჩატარდა.

ღონისძიებას ორგანიზება ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა იზო ნაოჭაშვილმა გაუწია.

მეთერთმეტე კლასის მოსწავლეებმა შეძლეს და ღონისძიებაში ჩართეს სკოლის სამივე საფეხურის მოსწავლეები. მათ გადაწყვიტეს, მიბრუნებოდნენ წიგნს და ინფორმაცია არა კომპიუტერიდან, არამედ წიგნებიდან მიეღოთ, აირჩიეს დიდი ქართველი კლასიკოსის ვაჟა-ფშაველას ცხოვრების გზა და მისი შემოქმედება.

„მიზანი ღონისძიებისა სწორედ ეს იყო. წიგნებიდან მოძიებული ინფორმაციებით მოსწავლეებმა შთამბეჭდავად წარმოადგინეს,  გაითავისეს სათქმელი და კიდევ ერთხელ დარწმუნდნენ, ვაჟას სიტყვებში - ,,უნდა იხადოს ცოცხალმა კაცმა თავისი ვალი“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203