რა უნდა გაითვალისწინონ აბიტურიენტებმა 2019 წლის უცხოური ენების გამოცდაზე - რჩევები
05-05-2019

2019 წლის აბიტურიენტების კითხვებს, რომელიც უცხოური ენების გამოცდას უკავშირდება, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის უცხოური ენების ჯგუფის ხელმძღვანელმა რუსუდან ტყემალაძემ უპასუხა.

etaloni.ge კიხთხვა-პასუხს უცვლელად გთავაზობთ:

- საკითხები იგივე სირთულის იქნება, რაც წინა წლებში თუ უფრო გართულდება?

- ტესტის სირთულე არ შეცვლილა და წელს შარშანდელის ანალოგიურია.

- ესეს მაქსიმალური და მინიმალური სიტყვების რაოდენობა თუ არის განსაზღვრული?

- სიტყვების რეკომენდირებული რაოდენობაა 120-150. თუ 110-ზე ნაკლები სიტყვა იქნება ნაშრომში, ქულა დაგაკლდებათ. იმ შემთხვევაში თუ 150-ზე მეტ სიტყვას დაწერთ, სტანდარტულად შესწორდება ნაშრომი.

- რას გვირჩევთ ინგლისურ ენაში ესეს მაქსიმალური ქულის ასაღებად? მაგალითად, რას მიაქცევდით დიდ ყურადღებას 16 ქულის დასაწერად?

- ესეს შეფასების დროს ყურადღება ექცევა მდიდარ ლექსიკას, გრამატიკის ცოდნასა და არგუმენტაციას.

- ესეს სათაურში გვეკითხებიან Do you agree or disagree with the opinion მაინტერესებს აუცილებლად უნდა დავეთანხმოთ ან არ დავეთანხმოთ მოსაზრებას თუ შეიძლება რომ ორივე მხარე განვიხილოთ (Advantage and disadvantage)?

- უმჯობესია დაეთანხმოთ ან უარყოთ და შესაბამისად განავრცოთ თქვენი მოსაზრება.

-  ახლო მომავალში აპირებთ ლაპარაკის დავალების დამატებას?

- არა, ეს საკითხი ამ ეტაპზე არ განიხილება

-  6-ქულიანი წერილი უშეცდომო უნდა იყოს ხომ?

 - დიახ, წერილი სრულიად უშეცდომო უნდა იყოს.

 - თუ ერთი კითხვა არასწორად მაქვს დასმული, ამ შემთხვევაში მხოლოდ ერთი ქულა მაკლდება?

 - ერთ შეცდომაში სავარაუდოდ ერთი ქულა დაგაკლდებათ, გააჩნია რა შეცდომას დაუშვებთ და ასევე, ტექსტის დანარჩენი ნაწილი რამდენად სრულყოფილია.

- დრო რამდენია გამოყოფილი წელს უცხოური ენის გამოცდისათვის?

- 2 საათი და 30 წუთია უცხოური ენებისათვის საგამოცდო დრო.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203