გაეცანით საჩინოს თემის N1 საჯარო სკოლის წამყვანი მასწავლებლის, ნატო შეროზიას სტატიას
03-05-2019

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჩინოს თემის N1 საჯარო სკოლის პედაგოგები ნაშრომებზე აქტიურად მუშაობენ და თავიანთ გამოცდილებას კოლეგებს უზიარებენ. 

ამჯერად, გთავაზობთ სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის წამყვანი მასწავლებლის ნატო შეროზიას სტატიას თემაზე „ლიტერატურული სამსჯავრო-იმიტირებულ სასამართლო“. 

„თანამედროვე ცხოვრებაში  მეტად მნიშვნელოვანია ადამიანი ფლობდეს შემოქმედებით  უნარებს.ეს არის ადამიანის უნარი, ააგოს თავისი სამყარო, გამოხატოს თავისი დამოკიდებულება(სიტყვით, ხატვით, მუსიკით, საქმიანობით) და წარმოაჩინოს თავისი თავი ამ  სამყაროში, სწორედ ამიტომ, ამ უნარის განვითარებას სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს.შემოქმედებითი უნარების გასავითარებლად მრავალი მეთოდია აღიარებული,მათ შორის არის ლიტერატურული სამსჯავრო,რომელიც  ეფუძნება სასწავლო მასალას.შესაბამისად,მსგავსი იმიტირებული სასამართლოს მოსაწყობად შეგვიძლია გამოვიყენოთ ნებისმიერი თხზულება,რომელშიც დასმულია პრობლემა ან ასახულია ადამიანური კონფლიქტები...“ 

სტატია სრულად იხილეთ ბმულზე - სტატია.docx 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203