
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ორჯის საჯარო სკოლაში ლიტერატურული საღამო გაიმართა.
საღამო სომხური ენის მასწავლებლის, ლუსინე პაპოიანის ინიციატივით ჩატარდა.
საღამოზე მეცხრე კლასის მოსწავლეებმა სომეხი დრამატურგის, გაბრიელ სუნდუკიანის პიესის მიხედვით, სპექტაკლი წარმოადგინეს.
გაბრიელ სუნდუკიანი სომეხი მწერალი, დრამატურგი და კრიტიკული რეალიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელია. მისი პიესები თარგმნილია მსოფლიოს ხალხთა მრავალ ენაზე. გაბრიელ სუნდუკიანის სახელს ატარებს ერევნის დრამატული თეატრი.
იხილეთ ფოტოები