
წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის მასწავლებელმა ციცინო დადუნაშვილმა მე-6 კლასთან ერთად ორიგინალური ხასიათის ლიტერატურულ-მუსიკალური ღონისძიება - „წიგნი რა საოცარია...“ ჩაატარა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, არ დარჩენილა არცერთი საბავშვო წიგნი, რომლის გმირებიც მოსწავლეებმა არ გააცოცხლეს.
„ეს იყო მრავალფეროვანი და ულამაზესი ღონისძიება. მადლობა პედაგოგს ციცინო დადუნაშვილს და უნიჭიერეს ჩვენს ბავშვებს. ღონისძიება მუსიკალურად გააფორმა ნაირა კართხიამ, მეექვსეკლასელებთან ერთად იმღერა პირველი კლასის მოსწავლემ ნატალი ზვიადაძემ.
ყველა ღონისძიებას ტრადიციულად ულამაზეს ხდის ჩვენი ხელოვნების მასწავლებელი ინგა გრძელიძე. გული მიკვდება, როცა დაფაზე იშლება მისი შედევრები, თუმცა ფოტოზე რჩება. მადლობა საყვარელო!“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები